საზოგადოება

საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტს ებრაელ მეცნიერთა და ლიტერატორთა დელეგაცია ეწვევა

ხვალ, 29 ივნისს 13:00 სთ. საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტს სტუმრად ეწვევა ქართველი ებრაელი მეცნიერებსა და  საზოგადო მოღვაწეების (ისრაელი, აშშ) დელეგაცია. შეხვედრა მრგვალი მაგიდის ფორმატით გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებენ არა მხოლოდ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები, არამედ ქართველი მწერლები, ჟურნალისტები, მეცნიერები და სხვა საპატიო სტუმრები.

შეხვედრას უნივერსიტეტში დაარსებული შიმონ პერესის სახელობის აუდიტორია უმასპინძლებს, რომელიც 2016 წლის 27 ოქტომბერს საზეიმო ვითარებაში გაიხსნა და  დაწესდა, რომ ეს სივრცე შეიქმნება არა მხოლოდ სტუდენტთა სწავლა-განათლების კიდევ ერთ კერად, არამედ ქართულ-ბრაული ურთიერთობების, მკვლევართა და კულტურის მოღვაწეთა შეხვედრების, საღამოების, მრგვალი  მაგიდების, ლექციების, შემოქმედებითისაღამოების, სამეცნიერო კონფერენციებისა და სხვა ღონისძიებების  ლოკალურ, აგრეთვე, საერთაშორისო სივრცედ.

ებრაელ მეცნიერთა და ლიტერატორთა დელეგაცია საქართველოს 25 ივნისს ეწვია. ვიზიტის მიზანია წიგნის -„საქართველოს ებრაელთა პოეზიის ანთოლოგიის“ წარდგინება ქართული საზოგადოების წინაშე. ღონისძიებებს 4 ქალაქი უმასპინძლებს. ფუნდამენტურ ნაშრომში შესულია ქართველ ებრაელთა ლექსები. პროექტის ავტორი და მთ.რედაქტორი: შალვა წიწუაშვილი (ისტორიის მეცნ. დოქტორი). წიგნის პირველი პრეზენტაცია ისრაელში ა.წ. 2 იანვარს გაიმართა ქ. ბათ-იამის კულტურის ცენტრში  და ღონისძიებაში მონაწილეობას ღებულობდა საქართველოდან ჩასულ მეცნიერთა დელეგაცია. წიგნი გამოიცა დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმის მხარდაჭერით.

მისამართი: უზნაძის ქ. 68

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close