საზოგადოება

საოჯახო საქმეების კეთებისთვის ქმარს ცოლისთვის 24 ათას ევრომდე გადახდა დაევალა

   ესპანეთში ცოლ-ქმრის განქორწინების პროცესი მედიის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. სააპელაციო სასამართლომ ყოფილ ქმარს, ყოფილი ცოლის სასარგებლოდ, მათი 6-წლიანი თანაცხოვრების მანძილზე ქალის მიერ სახლში შესრულებული სამუშაოსთვის, 24 ათას ევრომდე თანხის გადახდა დააკისრა. ინფორმაციას El Mundo ავრცელებს. სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, რომელიც ყოფილმა ქმარმა გაასაჩივრა. მეუღლეებმა განქორწინების შესახებ განცხადება 2007 წელს შეიტანეს სასამართლოში, რომელიც 2013 წელს დაკმაყოფილდა. აღნიშნული 6 წლის განმავლობაში კი ცოლ-ქმარს ერთად უწევდა ცხოვრება. ყოფილი ცოლის განცხადებით, ამ პერიოდის განმავლობაში მან მიატოვა სამსახური, რათა სახლის საქმეებისთვის მიეხედა, თუმცა ოჯახში ფულის შემომტანი ქმარი იყო. სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული 6 წლის მანძილზე, ქმარს ჰქონდა შესაძლებლობა სამსახურიდან მიღებული შემოსავლებით გაეუმჯობესებინა საკუთარი ფინანსური მდგომარეობა, რისი საშუალებაც არ ჰქონია ცოლს. ამ საფუძველზე დაეკისრა ყოფილ ქმარს ყოფილი ცოლისთვის 24 ათას ევრომდე თანხის გადახდა.
კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close