დღეს, ინტერნეტსივრცეში, ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსებმა სამართალდამცავი მოგვტაცეს საოკუპაციო ზოლიდან. ზოგი, ამის გამო ამბობდა, რომ ამაზე მეტი სირცხვილი რაღა უნდა დაემართოს ქვეყანას? ამ დროს კი ქოც-მთავრობა დუმსო. საუბარი იყო შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა შიდა ქართლის სამმართველოს თანამშრომელ, თორნიკე აბლოთიაზე.

   საქმე იმაშია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ე.წ. მესაზღვრეების მიერ შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა შიდა ქართლის სამმართველოს თანამშრომლის თორნიკე აბლოთიას გატაცების ფაქტს არ ადასტურებს.

„თორნიკე აბლოთიას გატაცების ან დაკავების ფაქტს ადგილი არ ჰქონია. ადგილი ჰქონდა გაუგებრობას, არც უკვე მოგვარებულია. აბლოთია ამჟამად დისლოკაციის ადგილზე იმყოფება”, – აღნიშნავენ სუსში.

 

 

კომენტარები