საზოგადოება
სანდრო ბრეგაძე: მაწამეს!
სოციალურ ქსელში საავადმყოფოში მყოფი სანდრო ბრეგაძის ფოტოსურათი ვრცელდება. მის ფეისბუქგვერდზე კი წერია: ,,მაწამეს!” როგორც ცნობილია, სანდრო ბრეგაძე და ,,ქართული მარში”-ს რამდენიმე წევრი გუშინ, რუსთავი 2-ის ოფისთან მომხდარი ინცინდენტის გამო დააკავეს. მარშელების მიერ გავრცელდა ხმა, რომ ბრეგაძე პოლიციამ აწამა. თუმცა ისიც ითქვა, რომ პოლიცია სასწრაფო დახმარებას მასთან არ უშვებდა, შემდეგ შეუშვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ბრეგაძის წამებასთან დაკავშირებით სხვა ინფორმაცია ცნობილი არ არის.