საზოგადოება

,,სანამ მეფოვიჩი გამეფდება და ხალხის ფულით ფუფუნებაში ჩასვამთ, რა გაუკეთებია აგვიხსნას”

,,სანამ ვინმეს გაამეფებთ, კანდიდატურის ბიოგრაფია გააცანით ხალხს, სად იყო აფხაზეთის ომის დროს, ცხინვალის ომის დროს, ესპანეთის პლიაჟებზე ხომ არა ? ან თუ ჰქონია რაიმე პოზიცია იმ უბედურებებზე, რასაც საქართველო განიცდიდა წლების მანძილზე ? ან იქნებ რაიმე წვლილი შეაქვს ქვეყნის საქმეში და არ იცის ხალხმა ?? ქართულად ისწავლა უკვე საუბარი დინასტიამ? მოკლედ, სანამ მეფოვიჩი გამეფდება და ხალხის ფულით ფუფუნებაში ჩასვამთ, ხალხისთვის რა გაუკეთებია აგვიხსნას თუ შეიძლება და ქართული ენისა და ისტორიის გამოცდა ჩააბაროს!
P.S. თუ შორეულ მომავალზეა საუბარი, სჯობს, იმ შორეულ მომავალში ვისაუბროდ, მეფისთვის შესაფერისი კანდიდატურა თუ გაიზრდება ! და კიდევ , ინგლის-დანიას და მსგავს ქვეყნებს რომ უყურებთ, ეგენი მონარქიის გარეშეც აწყობილი ქვეყნები იქნება(სხვა ბევრი მაგალითია მათ ირგვლივ არამონარქიული აწყობილი სახელმწიფოსი) და იმის ფუფუნებაც აქვთ მონარქია ანტურაჟისთვის შეინარჩუნონ და შეინახონ, ჩვენ კი წყალწაღებული ხავსს ეკიდებოდას მდგომარეობაში ვართ და არ ვიცით რას მივედოთ. საკუთარი თავის გარდა ყველას და ყველაფერს ვაბრალებთ ამდენი წელი სახელმწიფო რომ ვერ დაგვიყენებია ფეხზე !” _ აცხადებს უფლებედამცველი, ემიგრაციაში მყოფი კოკა კვინიკაძე. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close