ორგანიზაცია „თავისუფალი თაობის” ლიდერი, ლადო სადღობელაშვილი გუშინ, მთელი დღის განმავლობაში, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ე.წ. საბარიგო ქსელს ახალ-ახალი პოსტებით „უტევდა“. მისი პირველი პოსტი ასეთი იყო:

„ლგბტ-ები და სრულიად საბარიგო ქსელი გვიტევს. შევუტიოთ ჩვენც?“

ამ პოსტს ფეისბუქმომხმარებლის, ნაჯა ორაშვილის განცხადება მოჰყვა:

 „ბოლო პერიოდის განმავლობაში BASSIANI / HOROOM-ის წინააღმდეგ მიზანმიმართული და ცილისმწამებლური კამპანია ხორციელდება. პროცესს სათავეში უდგანან ადამიანები, რომლებიც ხშირად გამოირჩევიან ანტისახელმწიფოებრივი განცხადებებით, საეჭვო პოლიტიკური წარსულით, აქტივობებით, ჰომოფობიური და ქსენოფობიური განცხადებებით. ეს ადამიანები იდენტური შინაარსის ტექსტებს ავრცელებენ, რითიც აქეზებენ პოლიციასა და სხვადასხვა ჯგუფებს, რომ დაინტერესდნენ კლუბის ფუნქციონირებით.

კლუბი BASSIANI / HOROOM შექმნის დღიდან თავისუფლების, თანასწორობის, ტოლერანტობის იდეაზეა დაფუძნებული და მხარს უჭერს ისეთ საზოგადოებრივ მოძრაობებს, რომლებიც ამ ღირებულებებს სოციუმში ფართოდ ავრცელებს – იქნება ეს “თეთრი ხმაურის მოძრაობა” – ჰუმანური და პრევენციული ნარკოპოლიტიკისთვის, თუ ქვიარ ფართების სერია HOROOM, რომელიც ჰომოფობიის, ჩაგვრისა და ძალადობრივი გარემოს დასაძლევი ინიციატივაა. ცილისმწამებლური კამპანიის ავტორები სწორედ ამ კუთხით, ფაქტების განზრახ დამახინჯებითა და მისი აბსურდული ინტერპრეტაციებით მოქმედებენ.

მივიჩნევთ, რომ ეს არის მიზანმიმართული დარტყმა კლუბების მთავარ მონაპოვარსა და ღირებულებებზე – თავისუფლებასა და უსაფრთხო გარემოზე. იმავდროულად, წარმოებული კამპანია არის კლუბის საქმიანობისთვის ხელის შემშლელი ფაქტორი. BASSIANI / HOROOM, მსოფლიოს მასშტაბით მაღალი რეპუტაციით სარგებლობს, გამუდმებით არის საერთაშორისო მედიის ყურადღების ქვეშ, ყოველ კვირას საუკეთესო არტისტებსა და ათასობით ადამიანს მასპინძლობს, მათ შორის სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს. გარდა ამისა, ჩვენი ქვეყნისთვის, საკლუბო სფეროს უდიდესი ტურისტული პოტენციალი აქვს. იმ მოცემულობაში, როდესაც ქვეყანამ უმნიშვნელოვანეს წინსვლას – ვიზალიბერალიზაციას მიაღწია, ამ დროს რეგრესული ძალების მსგავსი პროვოკაციული და ფორსირებული თავდასხმა, არამხოლოდ საკლუბო სფეროს აყენებს ზიანს, არამედ საფრთხეს უქმნის ქვეყნის მოპოვებულ წარმატებას და ზოგადად სვლას ევროპული ღირებულებებისკენ.

მოვუწოდებთ პასუხისმგებელ პირებს, არ დაუშვან რეგრესული ძალების მიერ BASSIANI / HOROOM-ის და ზოგადად თბილისი საკლუბო სცენის რეპუტაციის შელახვა. ცილისმწამებლებს კი მოუწევთ, მართლმსაჯულების წინაშე აგონ პასუხი“.

მიუხედავად ამ განცხადებისა, ლადო სადღობელაშვილის შეტევა, როგორც თავად უწოდებს,  ნარკობარიგებზე გაგრძელდა”.

„შსს დაინტერესდეს ბასიანში არსებული სიტუაციით!!!
მანამ ვინმე არ გარდაცვლილა, არ გაპარულა კაიფში. ბ-ნო მინისტრო, იმოქმედეთ!
– ბ-ნო ბიძინა, აგვარიდეთ ეს უბედურება! ბ-ნო პრემიერო გამოიჩინე პრინციპულობა ისეთივე, როგორიც ე.წ. სტრიპტიზ კლუბებთან დაკავშირებით!“

  „მივმართავ გია ვოლსკის! გუშინ გარე მოვაჭრეებზე რომ აკეთებდა გაუგებარ დისკრიმინაციულ განცხადებებს!
– შე დალოცვილო, გარე მოვაჭრეების აკრძალვით რომ იწონებ თავს, აგერ ნარკო პრიტონია შენს სამაჟორიტარეთში გახსნილი! ამას მიხედე თუ კაცი ხარ! ახალგაზრდებზე არ შეგტკივა გული?!“

„ე.ი. თურმე უბნის პოლიცია ვერ ბედავს ბასიანში ნარკო პრიტონში შესვლას და კატეგორიულად აქვს აკრძალული „ზევიდან“ კლუბიდან გამოსულების შეწუხება!
– ხვდებით, რა დონის კრიშააა?!
p.s. სამაგიეროდ უბნელ, პატიოსან ბიჭებს შეუკიკინეს!!!“

„ნამდვილად არ მეგონა, ქართული ოცნების ახალგაზრდული და ფეიკები ასე თუ დაიცავდნენ ნარკო პრიტონსა და თბილისში გარყვნილების ბუდეს – კლუბ  „ბასსიანს”!
– მოკლეთ, ნაცებს „გალერი” ჰქონდათ, ქოცებს ეტყობა „ბასსიანი” აქვთ!
p.s. იმედია, ყველას ახსოვს რა მოხდა გალერიში ხო და აი, ეგ ელის ბასიანსაც. აგერ მე და აგერ თქვენ!“

„კარგი, დავივიწყე ბასიანი, დავივიწყე მევახშეობა!
– მაქვს ასეთი კითხვა: ბ-ნ ქუმსიშვილს, კანცელარიაში, ყოფილ ეკონომიკის და ახლა ფინანსთა სამინისტროში და ზოგადად ბიზნე წრეებში რატომ აქვს ზედმეტსახელი „პროცენტა”, იცით? იმიტომ, რომ ყველაფრიდან წილს ითხოვს. ისე არავის არაფერზე არც კი ესაუბრება, თუ წილს, ატკატს ანუ პროცენტს არ მისცემს!!!
   აი, ეს არის ელიტარული კორუფცია, რომელიც სააკაშვილმა დანერგა და ქუმსიშვილი და მისნაირი მინისტრები წარმატებით აგრძელებენ!!!“

   „ბასსიანის ნაერ პრიტონის გახსნას ვერავინ ვერ გაბედავდა ბიძინას ან ირაკლის პრემიერობის დროს!!!
ბ-ნო პრემიერო, შეისმინეთ და ყურადღება მიაქციეთ კლუბ „ბასსიანს“! იქნებ დაავალოთ შსს-ს მინისტრს, შეისწავლონ იმ ნარკო პრიტონში არსებული სიტუაცია“.

ამგვარ პოსტებს კიდევ ერთუ საინტერესო და მუქარაშერეული „რეაქცია“ მოჰყვა.

Laiz Es:

„ბატონოთი მომართვას არ ვაპირებ, იმიტომ, რომ ზედმეტია ეს წოდება თქვენთვის. რაც შეეხება საკითხს რომელსაც დგახართ და აქ, ასე მკაცრად განიხილავთ, რა შეგიქმნიათ ცხოვრებაში?!
არ დაფიქრებულხართ სად ცხოვრობთ მთელი ეს წლები? ნუთუ სუნი მაინც არ გცემთ იმ ხავსის, რომელიც მალე გშთანთქავთ.
ბასსიანი არის უდიდესი გადადგმული ნაბიჯი უდიდესი წარმატებისკენ,
მაგრამ თქვენ რა იცით რა არის წარმატება, მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც შექმნა ბასსიანი! ვინც მოგვცა ახალგაზრდებს შანსი თავი დაგვეღწია იმ საღორედან სადაც თქვენ, თქვენნაირები ცხოვრობთ და ჩვენს გვაიძულებთ ვიცხოვროთ!
შსს და ბიძინა კიარა, გაგვ….თ ყველა.
კარგად დაიმახსოვრეთ, რომ ბასსიანი ვინმე ერთი ან კონკრეტული პირი კიარა, ჩვენ ყველა ვართ! რაც დაგრჩენიათ იცხოვრეთ იგივე წუმპეში, სადაც აქამდე იყავით, ოღონდ ძალიან გთხოვთ, ჩვენ ნუ დაგვსვრით!!!!კარგად დაიმახსივრეთ რომ უძლურები ხართ.
ჩვენ იმაზე მეტი ვართ, ვიდრე გგონიათ.
ჩვენ ვართ ბასსიანი!!“

კომენტარები