საზოგადოება

სამხრეთკავკასიური საერთაშორისო მედიაფორუმი თბილისში გაიმართება

გაზეთ “საქართველო და მსოფლიოს“ მოწვევით, უკვე ტრადიციად ქცეული სამხრეთკავკასიური საერთაშორისო მედიაფორუმი 29-30 ივნისს თბილისში  ჩატარდება.

მედიაფორუმში რუსეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის და საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების მთავარი რედაქტორები, ჟურნალისტები და მედიასფეროს ექსპერტები მიიღებენ მონაწილეობას.
რუსეთის მხრიდან ორგანიზატორები არიან: პოლიტოლოგიური ცენტრი “ჩრდილოეთი – სამხრეთი”, პრესკლუბი “თანამეგობრობა”, დსთ-ს სახელმწიფოთა ჰუმანიტარული თანამშრომლობის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით.
წელს ფორუმის თემაა “მედია, პოლიტიკა, ფასეულობები: დავძლიოთ “პოსტსიმართლე (Post–truth)”.
ღონისძიებას გახსნის მედიაფორუმის საპატიო სტუმარი _ ჰუმანიტარული თანამშრომლობის საერთაშორისო ფონდის თანათავმჯდომარე, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი საერთაშორისო კულტურული თანამშრომლობის საკითხებში მიხეილ შვიდკოი. რუსეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის და საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების მთავარი რედაქტორები, ჟურნალისტები და მედიასფეროს ექსპერტები მონაწილეობას მიიღებენ
მედიაფორუმის მონაწილეებისთვის პროფესიულ ტრენინგებს ჩაატარებენ: ინტერნეტგაზეთ “ვზგლიადის” მთავარი რედაქტორი ალექსეი შარავსკი, რადიოსადგურ “ვესტი FM”-ის წამყვანი გიორგი სარალიძე, მოსკოვის საპატრიარქოს ეკლესიის საზოგადოებასა და მასმედიასთან ურთიერთობის განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე ვახტანგ ყიფშიძე, ჟურნალ “ფორბსის” კოლუმნისტი ალექსეი ფირსოვი.
საქმიანი ლანჩის ფორმატში სამხრეთკავკასიური მასმედიის მთავარ რედაქტორებს არაფორმალურ ვითარებაში შეეძლებათ გამოცდილების გაზიარება და კითხვების დასმა რადიოსადგურ “ლაპარაკობს მოსკოვის” გენერალურ დირექტორ ვლადიმერ მამონტოვისთვის, საერთაშორისო კულტურული თანამშრომლობის საკითხებში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელ მიხეილ შვიდკოისა და სხვებისთვის

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close