რედაქტორის გვერდისაზოგადოება

სამხედრო მოსამსახურეები და ვეტერანები ნანუაშვილს თამარ გაბიანის გათავისუფლებას სთხოვენ

„დაუყოვნებლივ მოუწოდებ სახალხო დამცველს სამსახურიდან გაანთავისუფლოს ე.წ. სამხედრო ომბუტსმენი თამარ გაბიანი, რომელიც არის სრულიად არაკომპეტენტური და იქცა ტვირთად სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე. თამარ გაბიანი არ რეაგირებდა სამხედრო მოსამსახურეთა უფლებების დარღვევის ფაქტზე და ყველა ქმედებაში იჩენდა ტენდენციურობას სამთავრობო ინსტიტუტის მხარდასაჭერად. თუ ჩვენი მოთხოვნა არ იქნება განხილული და რეაგირება არ იქნება მოხდენილი პროტესტის რადიკალურ ფორმებს მივმართავთ.

განცხადება ვრცელდება იმ სამხედრო მოსამსახურეთა და ვეტერანთა სახელით, რომლებსაც თ.გაბიანთან ჰქონიათ შემხებლობა.

პირადად საკითხის გავლის შემდეგ მოვახდენ იმ ფოსტების პუბლიკაციას, რაც ქალბატონ გაბიანთან დაკავშირებით საჩივრის ფორმატში მაქვს მიღებული“ _ აცხადებს ბლოგერი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ოფიცერ ვეტერანთა კავშირის სამხედრო ექსპერტთა ჯგუფის წარმომადგენელი, დავით ნემსაძე.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close