რედაქტორის გვერდისაზოგადოება

სამშობიარო ტკივილები ქალს თვითმფრინავის აფრენიდან მალევე დაეწყო…

თურქეთის ავიახაზების თვითმფრინავში, რომელიც რეისს გვინეას დედაქალაქ კონაკრიდან სტამბოლისკენ მიფრინავდა, ქალმა იმშობიარა. საფრანგეთის მოქალაქეს სამშობიარო ტკივილები აფრენიდან მალევე დაეწყო.

როგორც თურქეთის ავიახაზების ბორტგამცილებლებმა თურქულ მედიას განუცხადეს, მათ გავლილი ჰქონდათ შესაბამისი მომზადება, ამიტომ არ გასჭირვებიათ მშობიარესთვის დახმარების აღმოჩენა. მათ ასევე დაეხმარნენ სხვა მგზავრებიც. ახალდაბადებულ გოგოს კადიჯუ დაარქვეს.

პილოტებმა თვითმფრინავი საგანგებოდ დასვეს ბურკინა ფასოს ერთ-ერთ ქალაქში, რათა ქალსა და ახალშობილს მიეღოთ ადექვატური სამედიცინო დახმარება.

ახალდაბადებული ბავშვი მალევე გახდა ინტერნეტ ვარსკვლავი. ბორტგამცილებლებმა მასთან გადაღებული ფოტოები ავიაკომპანიის ოფიციალურ გვერდზე, ფეისბუკზე გამოაქვეყნეს.

წყარო: on.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close