ჯანდაცვა

სამშობიარო სახლ ,,ნინოში” მშობიარეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო

სამშობიარო სახლ „ნინოში“ მშობიარობის შემდეგ გარდაცვლილი პაციენტი 37 წლის ნატალია აბრამიშვილია.
ნატალია აბრამიშვილისთვის ეს მეორე მშობიარობა იყო და გოგო გაუჩნდა. მას პირველი შვილიც გოგონა ჰყავს. ნატალია აბრამიშვილმა კლინიკა „ნინოში“ პარასკევს, 10 აგვისტოს იმშობიარა. რაც შეეხება ჩვილს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ოჯახის წევრებმა დღეს, 13 აგვისტოს, სახლში წაიყვანეს.
მშობიარობის შემდეგ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად გაუარესდა. მას სისხლდენა დაეწყო. პაციენტი ღუდუშაურის სახელობის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა იგი ოპერაციამდე გარდაიცვალა.
ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო მშობიარობის შემდეგ გარდაცვლილი პაციენტის საქმესთან დაკავშირებით, მოკვლევას იწყებს.
როგორც  სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოში განუცხადეს, სააგენტოს წარმომადგენლები, შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, კლინიკა „ნინოს“ და ღუდუშაურის სახელობის საავადმყოფოს შეამოწმებენ.
ამასთან, პაციენტის გარდაცვალების ფაქტზე, შს სამინისტროში გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. დანაშაული 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

წყარო: kvira.ge

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close