11 თვის ჯეკამ თითქმის 1 თვე იტანჯა თავშესაფარში. დიახ, იტანჯა… ტანჯვა იყო პატრონისგან შორს, ვოლიერში ცხოვრება ისეთი ერთგული ძაღლისთვის, როგორიც ჯეკა იყო. ეს ის ძაღლია, რომელიც ორჯერ გამოაგდო პატრონის შვილმა სახლიდან, ის კი ორივეჯერ უკან დაბრუნდა. ბოლოს, თავიდან რომ ვერ მოიშორეს, თავშესაფარში მოიყვანეს…

მისი ტირილი გულს უწვავდა ყველა სულიერს. როგორ არ ეცადა ვოლიერიდან გაქცევას, მაგრამ ვერ მოახერხა. მესამედ ვეღარ შეძლო შინ დაბრუნება. ბევრი დარდის შემდეგ დაუძლურდა. ბოლო დღეებში საჭმელს პირს არ აკარებდა. დღეს სამუდამოდ დახუჭა ლამაზი, სიყვარულით სავსე თვალები. სამწუხაროდ, ვერაფრით დავეხმარეთ. დარდს მედიკამენტით ვერ ვუშველეთ… ჯეკა იმ პატრონზე დარდით მოკვდა, რომელმაც ორჯერ გააგდო სახლიდან და მესამედ, სამუდამო ტანჯვისთვის გაიმეტა…

პ.ს. შეგნებულად არ ვდებთ მისი სიცოცხლის ბოლო წუთების ვიდეოს. ეს იყო გაუგონარი საცოდაობა…

წყარო: თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი
კომენტარები
Загрузка...