„სამივე დედისერთა იყო, სამივე დასაოჯახებელი“
„ლუკას ავტომანქანა რამდენიმე დღის ნაყიდი ჰქონდა და იმ საბედისწერო ღამეს მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა...“

წუხელ, გვიან ღამით ქუთაისის გასასვლელთან ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ახალგაზრდის სიცოცხლე შეეწირა.
.
ამბები.ჯი-ის ინფორმაციით, ლუკა ებრალიძე, თენგო დეისაძე და კიდევ ერთი მათი მეგობარი ადგილზე დაიღუპნენ.
– ლუკა იყო სანათესაოს სული და გული, უკეთილშობილესი, ზრდილობიანი და სიკეთის განსახიერება ბიჭი. არ იცით, ეს რამხელა შოკია ჩვენთვის.
ლუკას ავტომანქანა რამდენიმე დღის ნაყიდი ჰქონდა და იმ საბედისწერო ღამეს მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა… ძალიან უყვარდათ ერთმანეთი და ერთადაც წავიდნენ…
სამივენი 26-27 წლისები იყვნენ, დედისერთები და დაუოჯახებლები. ლუკა 27 წლის იყო, მისი დედა ემიგრანტია, ამჟამად ამერიკაში მუშაობს. ლუკა მამასთან ერთად თბილისში ცხოვრობდა, – მოუყვა ლუკა ებრალიძის ახლობელი ამბები.ჯი-ისთან