მსოფლიო

სამგზავრო ავტობუსი სატვირთო ავტომობილს შეეჯახა – რამდენიმე ადამიანს ვერ პოულობენ

ბავარიაში სამგზავრო ავტობუსი სატვირთო ავტომობილს შეეჯახა. შეჯახებისას სულ მცირე 37 ადამიანი დაშავდა.

ავტობუსი ქალაქ ნიურნბერგისკენ მოძრაობდა. სატვირთოსთან შეჯახების შემდეგ ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა.

როგოც ქალაქ ბაიროიტეს პოლიციაში „დოიჩე ველეს“ ჟურნალისტებს განუცხადეს, არ არის გამორიცხული, რომ ავარიის შედეგად იყვნენ დაღუპულებიც. რამდენიმე ადამიანის პოვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება.

ავარიის დროს ავტობუსში 48 მგზავრი იმყოფებოდა. ამჟამად ადგილზე მობილიზებულები არიან მაშველები, სასწრაფო დახმარების მანქანები და რამდენიმე ვერტმფრენიც.

მომხდარის გამო, ბავარიაში მეცხრე ავტობანზე მოძრაობა გადაკეტილია.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close