რედაქტორის გვერდისაზოგადოება

სალომე ზურაბიშვილი: დღეს მე ვარ არა მხოლოდ მე

   euronews-მა გამოქვეყნა ჟურნალისტის, ნინო მიქიაშვილის წერილი: „გინდა ამასთან გადაგიღიათ ფოტო და გინდ ავტომატიან რურუასთან!”,  – რომელშიც მიქიაშვილი მიმართავს პარლამენტის დეპუტატს, სალომე ზურაბიშვილს. წერილში საუბარი ეხება ზურაბიშვილისა და ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის, დავით ლორთქიფანიძის ერთად გადაღებულ ფოტოს. ასევე, მიქიაშვილი დეპუტატს ახსენებს წინანდელ განწყობას, რომელიც მას მუზეუმებთან და პირადად ლორთქიფანიძესთან მიმართებაში ჰქონდა და ეკითხება, ახლა რა შეიცვალა, მასთან ფოტოებს რომ იღებთ და ამ ადამიანზე თბილად საუბრობთო?

ჟურნალისტის წერილს მოჰყვა დეპუტატის პასუხი.

სალომე ზურაბიშვილი:

 _ ნინო მიქიაშვილის პოსტს არ შევეხმიანებოდი, რამეთუ ყველა მოქალაქეს სრული უფლება გააჩნია ჩემზე და ჩემ საქმიანობაზე საკუთარი აზრი გააჩნდეს და თუნდაც გაუზიაროს სხვებს! 

მე სხვა კუთხით მინდა ჟურნალისტს და მოქალაქეებს ავუხსნა ერთი ელემენტარული ჭეშმარიტება: დღეს მე ვარ არა მხოლოდ მე – ანუ ჩემი პირადი ხედვებით და ანალიზის თუ კრიტიკის უნარით- არამედ დეპუტატი, მაჟორიტარი. თუ გვინდა საქმის გაკეთება – და პირადად, არა თუ მინდა არამედ კონკრეტული გეგმები გამაჩნია, რომლებსაც მალე გაგაცნობთ – ამ საქმეში ვერც ჩემი (თუ სხვისი) გემოვნებით, ვერც რამე სხვა ნიშნით ვერ ვიხელმძღვანელებ და შევარჩევ, ვის შევხვდე და ვის არა მეტადრე იმ ოფიციალურ პირთა შორის, ვისაც იმ თუ ამ დარგზე ხელეწიფება.

თუ გადახედავთ ჩემ გვერდს ნახავთ რომ ახალწლების შემდგომ პერიოდში, გავმართე მრავალი შეხვედრა: შევხდი ამ უბნის თეატრის, ფოკლორის, გალერიების ხელმძღვანელებს, ასევე ოპერის, კულტურის დარგში სასწავლო დაწესებულებების დირექტორებს (აკადემია, კონსერვატორია, თეატრალური ინსტიტუტი), მოსწავლე-ახალგაზრდთა სასახლის დირექტორს, ქალაქის არქიტექტურულ სამსახურს, ჩუბინიშვილის ცენტრის წარმომადგენლებს…  ასევე შეხვედრები შედგა ქალაქის მართველობასთან და მოსახლეებთან კონკრეტულ რამდენიმე ავარიულ ძეგლეთან მიმართებაში რომ რამენაირად გადაწყდეს და გადაიჭრეს უსაძლისი ჯადოსნური წრე რომელიც მოსახლეობას და ქალაქსაც აზიანებს!

ეს ყველაფერი არის ჩემი მოვალეობა- ასე მესმის დეპუტატის ვალდებულება. ასევე სოციალურ საკითხების მოგვარების მცდელობა (სამწუხაროდ ამ კუთხით შეხვედრების, ადგილზე მისვლის და ადამიანურ დამოკიდებულების გარდა ცოტა რამ შეგვიძლია) და ნებისმიერ საკითხის გარკვევის აუცილებელი წინაპირობა…

აქედან გამომდინარე გაუგებარი იქნება ვინმეს არ შევხდე, არ მოვუსმინო, მოსაზრებები არ გავიგო პრობლემები არ გამაცნონ (თუნდაც რა პრობლემები შეუქმნა ყველა კულტურის დაწესებულებას 10 პროცენტის სეკვესტრმა რომელიც ადმინისტრატიულ ხარჯებ სუნდა ამცირებდეს და არა კულტურის განვითარებას აფერხებდეს! … ასეთი სტერილური დამოკიდებულება – არ ნახვა, არ დალაპარაკება – არავის არგებს და ჩემი გაგებით სახელმწიფო მიდგმომიდან ძალიან შორსაა!

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close