საზოგადოება

სალვადორ დალის ცხედარს მამობის ტესტის გასაკეთებლად ექსჰუმაცია ჩაუტარდება

მადრიდის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ცნობილი მხატვრის სალვადორ დალის ცხედარს მამობის ტესტის გასაკეთებლად ექსჰუმაცია ჩაუტარდება. ესპანელი ქალბატონის, პილარ აბელის განცხადებით, სალვადორ დალი მამამისია. მისი თქმით, დედამისი სალვადორ დალისთან დამლაგებლად მუშაობდა.

ექსჰუმაციის გადაწყვეტილების მიღებისას, მოსამართლემ განაცხადა, რომ არ არსებობს რაიმე ბიოლოგიური ნაშთი ან პირადი ნივთი, რომელსაც მამობის ტესტისათვის გამოიყენებდნენ.

სალვადორ დალი დაიბადა 1904 წლის 11 მაისს ესპანეთში, ხოლო გარდაიცვალა 1989 წლის 23 იანვარს. იგი ფიგერასში, საკუთარი სახლის ეზოშია დასაფლავებული. სალვადორ დალი ოფიციალურ ქორწინებაში იმყოფებოდა გალასთან, რომელთანაც შვილები არ ჰყოლია.

​სალვადორ დალისა და გალას ფონდი აღნიშნულ თემაზე კომენტარს ჯერჯერობით არ ავრცელებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close