პოლიტიკა

“საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, პრეზიდენტის პოზიცია უაღრესად სუსტია”

ირაკლი კობახიძის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის პოზიცია უაღრესად სუსტია.

“კონსტიტუციასთან მიმართებით ჩვენი პოზიციები არის მყარი, პრეზიდენტის პოზიციები კი არის უაღრესად სუსტი. ეს დადასტურდა მათ შორის გუშინდელ საკომიტეტო მოსმენაზე. თქვენ გახსოვთ, რომ თავდაცვის საკითხებთან დაკავშირებით გვესმოდა აბსოლუტურად დრამატული შეფასებები. საუბარი იყო იმაზე, რომ, თითქოს, თავდაცვასთან დაკავშირებული ცვლილებები შეაფერხებს საქართველოს სვლას ნატოსკენ, თითქოს, ეს გამოიწვევს ინსტიტუციური სისტემის მორღვევას. აღმოჩნდა, რომ არსებული პროექტი გამოიწვევს არა ამას, არამედ პირიქით, თვისობრივ გაუმჯობესებას იმ რეგულაციების, რომელიც არის დაკავშირებული თავდაცვასთან და უსაფრთხოებასთან. პრეზიდენტის პოზიციები არის უაღრესად სუსტი კონსტიტუციასთან მიმართებით. აქედან გამომდინარე, მე არ მიკვირს, რომ ის თავს არიდებს ვენეციის კომისიის პლენარულ სხდომაში მონაწილეობას”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close