სამართალი და კრიმინალი

,,საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართა ,,უმუშევართა კავშირის” სარჩელის არსებითი განხილვა”

,,დღეს, საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართა ჩვენი, ,,უმუშევართა კავშირის” სარჩელის არსებითი განხილვა. საქმე ეხება ავადსახსენებელ საარჩევნო კოდექსს, კერძოდ, 31-ე მუხლს, რომლის თანახმადაც, იმ ადამიანს, ვისაც არა აქვს საცხოვრებელ ადგილზე მუდმივი რეგისტრაცია, ეზღუდება არჩევნებში მონაწილეობის უფლება. ეს  უხეშად არღვევს ადამიანის ძირითად უფლებას, მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში.

სარჩელი შეტანილია ჩვენი ორგანიზაციის ბენეფიციარის სახელით. ალექსანდრე მელქაძე რეალურად არის უსახლკარო და მას არ გააჩნია მუდმივი რეგისტრაცია. პროცესი გადაიდო რამდენიმე დღით, გვაქვს მოგების დიდი იმედი! ჩვენი უმთავრესი მიზანია, უსახლკაროთა უფლებების დაცვა!

შეგახსენებთ, რომ რეესტრის მიხედვით უმისამართო უსახლკაროთა რაოდენობა არის 30 000 სრულწლოვანი მოქალაქე. პროცესზე ჩვენს ინტერესებს იცავს იურისტი, ადვოკატი დავით ჩიხლაძე,” _ აცხადებს ,,უმუშევართა კავშირი”-ს თავმჯდომარე თამარ იოვაშვილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close