პოლიტიკა

საკონსტიტუციო პროექტის საყოველთაო საჯარო განხილვა ჩაიშალა

ახალგაზრდების და პოლიტიკოსების გარკვეულმა ჯგუფმა ირაკლი კობახიძეს საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბრის საშუალება არ მისცა და დიდ საკონცერტო დარბაზში საკონსტიტუციო პროექტის საყოველთაო საჯარო განხილვა ჩაშალა.

კობახიძის თქმით, ასეთ ვითარებაში განხილვის გაგრძელების აზრს ვერ ხედავს. პარლამენტის თავმჯდომარემ ახალგაზრდების ჯგუფს კომუნისტებიც კი უწოდა და „ცოდნის გზით“ სიარული ურჩია.

„ფასადური სოლიდარობა არის კომუნისტების მოგონილი. ეს არის თქვენი გზა. იარეთ ილია ჭავჭავაძის გზით! კომუნიზმი საქართველოში დამთავრდა! კომუნიზმიც არის ცოდნის დეფიციტის შედეგი. იარეთ ცოდნის გზით, დაამთავრეთ კომუნიზმის გზა! – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

განხილვა თავიდანვე დაძაბულ რეჟიმში დაიწყო. პარლამენტის თავჯდომარეს  მისალმების საშუალებაც არ მიეცა.  როდესაც კობახიძემ ტყიბულში დაღუპული მეშახტეების გამო მწუხარება გამოთქვა და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა, ახალგაზრდების გარკვეულმა ჯგუფმა სიტყვა სტვენითა და შეძახილებით შეაწყვეტინა და ამ მთავრობას მკვლელიც კი უწოდა.

კობახიძის თქმით,   საზოგადოების გარკვეული ნაწილი აქ პროვოკაციისთვის იყო მოსული და განხილვის კითხვა-პასუხის რეჟიმში გადაყვანა არაფერში აწყობდათ.

სახალხო განხილვაზე მყოფი მოქალაქეების ნაწილმა პარლამენტის თავმჯდომარე ახალგაზრდების შეურაცხყოფაში დაადანაშაულა.

ახალგაზრდებს შორის, რომლებიც პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლის დაწყებას სტვენითა და შეძახილებით შეხვდნენ, “აუდიტორია 115′-ის წევრებიც არიან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close