პოლიტიკა

“საკონსტიტუციო მონარქიასთან დაკავშირებით მსჯელობა გვექნება”

ამ საკითხთან დაკავშირებით მსჯელობა გვექნება, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პატრიარქის ინიციატივას საკონსტიტუციო მონარქიასთან დაკავშირებით.

კობახიძის თქმით, კომენტარებს ამ საკითხზე მსჯელობის შემდეგ გააკეთებს.

”ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით გვექნება მსჯელობა. ამ მსჯელობის საფუძველზე შეგვეძლება მოგვიანებით კომენტარების გაკეთება”, – განაცხადა კობახიძემ.

საქართველო არის უძველესი მონარქია. კონსტიტუციურ მონარქიას სიმშვიდე შემოაქვს ქვეყანაში, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში, საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

“საქართველო არის უძველესი ქვეყანა, უძველესი კულტურით. იქნებ გვეფიქრა ჩვენ იმაზე, ვინ ვიყავით წარსულში, ვინ ვართ დღეს და ხვალ ვინ ვიქნებით. იქნებ გვეფიქრა იმაზე, რომ საქართველო არის უძველესი მონარქია. ღვთის წყალობით, მეფე გვმართავდა. დღეს ხშირი შემთხვევაა მსოფლიოში, როცა მონარქი ეწოდება, მეფე მეფობს, მაგრამ არ მართავს. ამას ეწოდება კონსტიტუციური მონარქია და სიმშვიდე შემოაქვს ქვეყანაში. ეს, რა თქმა უნდა, დღეს და ხვალ ვერ მოხდება, მაგრამ ჩვენ უნდა გავაანალიზოთ წარსული, დღევანდელი დღე და მომავალი”,- განაცხადა უწმინდესმა.
მან იმედი გამოთქვა, რომ ქართველი ადამიანი გამონახავს გზებს მშვიდობისაკენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close