საზოგადოება
სათამაშო ბიზნესს აეკრძალება სატელევიზიო რეკლამა, გარე რეკლამა და ქართულ ვებგვერდებზე რეკლამის განთავსება
საჯარო მოხელეებს კაზინოებში აღარ შეუშვებენ?
პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით ონლაინ-კაზინოებს უწესდებათ შემდეგი რეგულაციები:
– ონლაინ სათამაშო ბიზნესის სექტორის ჯამურად დასაბეგრი ბაზა გაიზრდება 70%-ით;
– აზარტულ თამაშებში მონაწილეობის მიღება აეკრძალებათ 25 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეებს, სოციალურად დაუცველ პირებს, საჯარო მოხელეებს, პირებს რომლებიც შემოსავლების სამსახურს მიმართავენ თვითშეზღუდვის მოთხოვნით, ასევე პირებს, რომლებიც მოხვდებიან შავ სიაში ოჯახის წევრების მოთხოვნით სასამართლოს გზით.
– აიკრძალება სათამაშო ბიზნესის ყველანაირი სატელევიზიო რეკლამა, ასევე გარე რეკლამა და ასევე ქართულ ვებგვერდებზე რეკლამის განთავსება.
კომენტარის დატოვება
გაზიარება