საზოგადოება

საზოგადოებრივი ტრანპორტით უბილეთოდ მგზავრობისთვის ჯარიმამ შესაძლოა მოიმატოს

საზოგადოებრივი ტრანსპორტით უბილეთოდ გზავრობისთვის დაწესებულმა ჯარიმამ შესაძლოა მოიმატოს, – ამის შესახებ  თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა.

როგორც მერის მოადგილემ აღნიშნა, სატრანპორტო კომპანიამ უბილეთოდ მგზავრობისთვის სანქციების გამკაცრების ინიციატივით მერიას უკვე მიმართა და ამჟამად საკითხი განხილვს ეტაპზეა.

„იმისთვის, რომ უბილეთოდ მგზავრობაზე მონიტორინგი იყოს უფრო გაძლიერებული, სატრანსპორტო კომპანია საჯარიმო სანქციების გადახედვის ინიციატივით შემოვიდა. ეს უბრალოდ განხილვის ეტაპზეა და საბოლოო გადაწყვეტილებამდე მნიშვნელოვანი განხილვა სჭირდება. კომპანის ინიციატივა გულისხმობს საკითხის პრევენციას, ანუ იმას, რომ გამორიცხული იყოს ბილეთის არ აღების შემთხვევები“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

მისივე თქმით, საჯარიმო სანქციების გამკაცრება არ შეეხება კეთილსინდისიერ მგზავრებს და საზოგადოებრივ ტრანსპორტში, 26 კატეგორიაზე გათვალისწინებული შეღავათით კვლავ შეძლებენ მგზავრობას.
ამ ეტაპზე საზოგადოებრივ ტრანსპორტში უბილეთოდ მგზავრობისთვის ჯარიმა 5 ლარია

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close