საზოგადოება

საზოგადოებრივი მაუწყებლიდან თანამშრომლები დაითხოვეს

საზოგადოებრივი მაუწყებლიდან თანამშრომლები დაითხოვეს. ოფიციალურ მიზეზად, არხზე გამოცხადებული რეორგანიზაცია სახელდება. სატელეფონო შეტყობინება იმასთან დაკავშირებით, რომ არხი მათთან თანამშრომლობას წყვეტს, თანამშრომელთა ნაწილს მიუვიდა.

გათავისუფლებულთა რაოდენობაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტში არ საუბრობენ, თუმცა ადასტურებენ, რომ რეორგანიზაციის გამო, 17 ივლისს გადაცემებისა პროექტების დასრულებიდან გამომდინარე, თანამშრომელთა ნაწილი მაუწყებელს დატოვებს.

„ზუსტად რა ნაწილი იქნება რამდენი ადამიანი და რა სეგმენტები, არ ვარ საქმის კურსში. ერთი თვით ადრე უნდა მისვლოდათ, თუ ასეთი მესიჯი მიუვიდათ. ვერ გეტყვით, არაფრის აზრზე არ ვარ აბსოლუტურად. ერთი თვით ადრე, წესით და რიგით, თანამშრომელმა უნდა გაიგოს, რომ მისი თანამშრომლობა წყდება,“ – განაცხადა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სტრატეგიული სამსახურის ხელმძღვანელმა, ია ანთაძემ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის უკვე ყოფილი თანამშრომლები ტელევიზიაში მიმდინარე გაუმჭვირვალე პროცესებზე საუბრობენ

„რაღაც შავ-ბნელი პროცესია, ეს პროცესები არანაირად არ არის კავშირში არ რეორგანიზაციასთან, არც რაიმე სახის ობიექტურ, სისტემურ ნაბიჯებთან და რა თქმა უნდა, ეს პირიქით, საზოგადოებრივ მაუწყებელს აზარალებს. დაზუსტებით არ შემიძლია ვთქვა, თუ რამდენ ადამიანზეა საუბარი, თუმცა ის ფორმა, sms-ით ან მსგავსი დეპეშით ადამიანის გათავისუფლება არის ყოვლად მიუღებელი, ყოვლად ამაზრზენი და არანაირი კავშირი არ აქვს დასავლეთთან და თითქოს BBC-სთან, რომელზეც ამ ადამიანებს თითქოს აქვთ სწორება,“ – განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილმა თანამშრომელმა, ლაშა მესხმა.

ჟურნალისტი ირაკლი ტაბლიაშვილი აცხადებს, რომ ეს იმ პროცესის ლოგიკური გაგრძელებაა, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელში დიდი ხნის წინ დაიწყო.

„დაახლოებით 2 კვირის წინ, მოგეხსენებათ, მე ვთქვი უარი იმ შემოთავაზებაზე, წინადადებაზე, რომელიც გამიკეთა საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობამ. ეს იყო დასაქმება, ვიდრე მაღალი რანგის შემოთავაზება, ჩემი აზრით და არ ვიცი რამდენ ადამიანს დაეგზავნა სხვას, როგორც მე ვიცი, რამდენიმე ათეულს,“ – განაცხადა ირაკლი ტაბლიაშვილმა.

მისი აზრით, ამ ეტაპზე პოლიტიკური და სხვა გადაცემების შეჩერება პრინციპული შეცდომაა.

რუსთავი 2

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close