საზოგადოება
საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურს, ექვსი ახალი თანამშრომელი ჰყავს

საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურს ექვსი ახალი თანამშრომელი დაემატა. ამის შესახებ მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ სამეურვეო საბჭოს წევრებს ინფორმაცია დღეს მიაწოდა.
„მოამბის“ ახალი თანამშრომლები არიან: იმედა დარსალია, ხათუნა გაგნიძე, სანდრო ჯუფალაკიანი, ირაკლი აბსანძე, ქეთი თუთბერიძე, ქეთი ქაშაკაშვილი.
ხათუნა გაგნიძე, სანდრო ჯუფალაკიანი და ირაკლი აბსანძე საზოგადოებრივში სამუშაოდ ტელეკომპანია „იმედიდან“ გადმოვიდნენ, ქეთი ქაშაკაშვილი და ქეთი თუთბერიძე – ტელეკომპანია „მაესტროდან“, ხოლო იმედა დარსალია სხვადასხვა მედიასაშუალებაში, ბოლოს კი თავდაცვის უწყების პრესსამსახურში მუშაობდა.
კომენტარები