რედაქტორის გვერდისაზოგადოება

„საზარელი ამბები მოდის რჩეულიშვილების ოჯახიდან“

შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტიის ლიდერი:

„ _ საზარელი ამბები მოდის რჩეულიშვილების ოჯახიდან. ვტრაბახობთ, რომ სიკვდილით დასჯა გაუქმებულია და ამ დროს მთელი ოჯახის მოკვდინებითაა სახელმწიფო დაკავებული. მაინტერესებს, მაიას და ვახტანგის გარეშე თუ აუნაზრაურებს ივანიშვილის მთავრობა მართლაც გამწარებულ მენაშენეებს მიყენებულ ზარალს? თუ ამ სფეროში სამართლიანობა გაწუხებთ, მაშინ ივანიშვილი კაი ხნის წინ უნდა ჩამჯდარიყო ციხეში, როდესაც 80-იანი წლების ბოლოს გადაყარა ამხანაგობა „კრწანისის” მენაშენეები და მათგან წართმეული ფულით გაქანდა მოსკოვში, უფრო დიდი ყაჩაღობების ჩასადენად. ასევე, ციხეში უნდა ისხდნენ ივანიშვილის გულის ვარდი, კოკა ყანდიაშვილი და დედამისი, რომლებმაც, ასევე კორპუსთა აშენების აფიორით, ათასობით ადამიანი გადაყარეს და ბიძინას შეაფარეს თავი. ზოგიერთმა შეიძლება ეს სტატუსი სხვანაირადაც გაიგოს მით უფრო რომ, მე და ვახტანგ რჩეულიშვილი პოლიტიკურადაც დაპირისპირებული ვიყავით ხშირად, მაგრამ არ შემეძლო არ დამეწერა ის, რაც ახლა წაიკითხეთ“.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close