საზოგადოება

საერთაშორისო კონფერენცია სპეციალური სტუმრის სტატუსით ზაზა ხატიაშვილმა გახსნა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, პოლონეთის ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტის მიწვევით ვარშავაში იმყოფება

22 და 23 ივნისს, ქალაქ ვარშავაში, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე პოლონეთის ადვოკატთა ასოციაციის ორგანიზებით გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში იღებს მონაწილეობას, რომელიც სამართალწარმოების პროცესში ადვოკატის როლის გაძლიერებას ეხება. საერთაშორისო კონფერენცია სპეციალური სტუმრის სტატუსით ზაზა ხატიაშვილმა გახსნა, სადაც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ადვოკატთა მძიმე მდგომარეობაზე გაამახვილა ყურადღება, მან მონაწილე ქვეყნებს მოუწოდა, შეიქმნას ადვოკატთა უფლებათა დაცვის საერთაშორისო კომისია, რომლის მუშაობაშიც თვითონ მიიღებს მონაწილეობას. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის განცხადებით, მანამ, სანამ დაუსჯელად დადიან სამართალდამცავი ორგანოს მუშაკები, რომლებიც თავიანთი საქმიანობის პროცესში თავს ესხმიან ადვოკატებს, საჭიროა პერმანენტული ბრძოლა ადვოკატის უფლებების დაცვისთვის.

ზაზა ხატიაშვილმა ძალიან ბევრ შეკითხვას უპასუხა ადვოკატების გიორგი მდინარაძის და ალექსანდრე ფირცხალაიშვილის საქმეებთან დაკავშირებით, რომლებიც პოლიციის მუშაკების უკანონო მოქმედებების შედეგად არაადამიანური და არაჰუმანური მოპყრობის მსხვერპლნი გახდნენ. საერთაშორისო კონფერენციის მონაწილებმა მზადყოფნა გამოთქვეს, ჩაერთონ ადვოკატ გიორგი მდინარაძის და ალექსანდრე ფირცხალაიშვილის უფლებების დაცვაში. ზაზა ხატიაშვილი თბილისში ხვალ დაბრუნდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close