რედაქტორის გვერდისაზოგადოება

„საელჩოების თანამშრომლები მხოლოდ ერთი ადგილის ფხანვით არიან დაკავებულნი“-ემიგრანტის წერილი

   ლეიბორისტული პარტიის ანალიტიკურმა მდივანმა, ნინო მეტრეველმა ქართველი ემიგრანტისგან წერილი მიიღო, რომელშიც აღწერილია, როგორ ეპყრობიან საქართველოს საელჩოებში ქართველ ემიგრანტებს.
    ქართველი ემიგრანტის წერილი
,,ქალბატონო ნინო, გთხოვთ ეს განცხადება გაავრცელოთ, რომ ეგებ მანდ, საქართველოს ხელისუფლებაში იფიქრონ ემიგრაციაში მყოფ თანამოქალაქეებზე და ის მაინც გვითხრან, ვის მივმართოთ, თუ არა საკუთარი ქვეყნის საელჩოს, როცა დიდი პრობლემები გაქვს იმ ქვეყენაში?! ჩვენი საელჩოების თანამშრომლები მხოლოდ ერთი ადგილის ფხანვით არიან დაკავებულნი! როდემდე უნდა ვიყოთ,,ჩმორი“ ქვეყანა?! საზღვარგარეთ არსებული ჩვენი საელჩოები ლამის, მხოლოდ ,,ვაზვრაშენიე ლისტის“ ამოსაბეჭდად და ჩვენზე, იქ მყოფებზე, ინფორმაციის მალულად გადაცემაზე მუშაობენ. აბა სხვა რა ვიფიქრო, როცა მათი ვალდებულებაა, დაეხმარონ საქართველოს მოქალაქეს და ისინი ამისთვის თითსაც არ ანძრევენ?!
   მაგალითად, ბრიუსელში საქართველოს უფუნქციო საელჩო, საერთოდ არ ეხმარება ქართველებს, ყველაფერს თავს არიდებს, ელემენტარული, უსახლ-კაროთა თავშესაფარში რომ დარეკონ, ეგეც არ უნდა, მაშინ, როცა გარეთ, ქუჩაშია დარჩენილი მათი მოქალაქე, ისევ მათივე მიზეზით. ჩემს შემთხვევას გეტყვით. კონსული შვებულებაში იყო, მისი უცოდინარი მოადგილე მაშინ სწავლობდა პასპორტის დაქსეროქსებას, 2 საათი ბეჭდა, ამის გამო დამაგვიანდა სათანადო ადგილზე მისვლა და უსახლკაროდ დავრჩი. ისევ დავბრუნდი საელჩოში, რვა დღე ქუჩაში ხომ არ ვიცხოვრებ, სანამ საქართველოში წავალ, დამეხმარეთ თქო. ყურიც არ შეიბერტყა, ეგ ჩვენი კომპეტენცია არ არისო. რაღაც დაკეტილი ეკლესიის მისამართი მომცა, იქ მიდი და შეიძლება შეგიფარონ, ქართველ მღვდელი მსახურობსო. ელემენტარულად, რომ დაერეკა, უსახლ-კაროთა თავშესაფარში ნორმალურად დავიძინებდი მაინც. რამდენიმე დღე ხან მანქანაში ვათენებდი ღამეს, ხან სადგურში. ხმას არ ამოვიღებდი, რომ დამენახა, რაიმე გააკეთა საკუთარი მოქალაქის დასაცავად.
   მოკლეთ, ქართველებს არსად არ ეხმარებიან საქართველოს საელჩოები და მათი პრობლემებისგან შორს იჭერენ თავს. ეს საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, არადა სწორედ ესაა კონსულის მოვალეობა _ დაიცვას საკუთარი მოქალაქე. ესენი კი ფეხებზე იკიდებენ.“
კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close