რედაქტორის გვერდისაზოგადოება

სად შეიძლება იყოს მიშა?

„ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი წევრმა, მეგი გოცირიძემ განაცხადა, რომ  მათი პარტია არ დაშლილა და მან  გარკვეული წევრების გამიჯვნის ქმედება ჯართის ჩაბარებას შეადარა. გოცირიძემ განმარტა, რომ ნაცმოძრაობიდან რამოდენიმე კაცის წასვლა არ ნიშნავს პარტიის დაშლას და რომ ეს მოვლენები სასარგებლოდაც კი აისახება პარტიაში დარჩენილების მუშაობზე,  რადგან „გამიჯნულები“ ხელს ძალიან გვიშლიდნენო.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ივანიშვილის რეჟიმთან ბრძოლის გაგრძელება დააანონსა  და აღნიშნა, რომ ისინი გააკეთებენ იმას, რასაც აქამდე აკეთებდნენ. ამის გარდა, გოცირიძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი ამჟამად საქართველოში იმყოფება.

„ახლა ერთ სკანდალურ ინფორმაციას გეტყვით – მიშა უკვე საქართველოშია და ბიძინამ სტაფილოს წვენში საგულე საშუალება გაურიოს, იქნება როგორმე დაწყნარდეს“,   _ განაცხადა გოცირიძემ.

ამის შემდეგ ნაცმოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი – დავით კირკიტაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე საკმაოდ საინტერესო ფოტოს აქვეყნებს. მიშასთან და ზურაბ ადეიშვილთან ერთად, მრგვალ მაგიდასთან სხედან ერთგული ნაციონალები და ყველანი ერთად რაღაცაზე ბჭობენ. ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გუშინ გავრცელდა ვიდეო, სადაც სააკაშვილი ნიუ იორკის აეროპორტშია გადაღებული დიდი ჩანთებითა და “გრუზით”. ამ ყველაფერს თუ ერთმანეთს შევადარებთ, გოცირიძის ნათქვამს გავიხსნებთ და მიშას სიმკვირცხლესაც ზედ მივაყოლებთ, რა გამოდის, სად შეიძლება იყოს მიშა?!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close