რედაქტორის გვერდი

სად გაქრა 500 მილიონი, რომელიც ქვეყანამ ვალად აიღო გურგენიძისა და გოცირიძის მონაწილეობით?

,,გაზსაცავის მშენებლობა ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოებისკენ გადადგმული სერიოზული ნაბიჯია. ჯერ კიდევ დაახლოებით 15 წლის წინ დაიწყო ამ პროექტზე საუბარი, მაგრამ სამწუხაროდ, მაშინ ქვეყანას არ ჰქონდა მისი აშენების ფინანსური შესაძლებლობა.

სამწუხაროდ, საქართველოში ბევრს დაავიწყდა, რომ სააკაშვილის რეჟიმის დროს 2008 წლის დასაწყისში მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, ლადო გურგენიძის ინიციატივით და მაშინდელი პრეზიდენტის ეკონომიკურ საკითხებში თანაშემწის რომან გოცირიძის მონაწილეობით ქვეყანამ გამოუშვა 500 მილიონი დოლარის ღირებულების ევროობლიგაციები და შესაბამისად, აიღო ამ მოცულობის საგარეო ვალი. როგორც სააკაშვილი აცხადებდა ეს სესხი გამოყენებული უნდა ყოფილიყო სწორედ გაზსაცავის მშენებლობისთვის. საბოლოოდ, არც გაზსაცავი აშენებულა და არც ის არის ცნობილი, რაში დახარჯა სააკაშვილის რეჟიმმა ის 500 მილიონი დოლარი.

არაერთხელ მისაუბრია იმის შესახებ, რომ აუცილებელია გამოძიების ჩატარება, რადგან საფუძვლიანი ეჭვი არსებობს, რომ მოხდა ამ 500 მილიონი დოლარის დატაცება და მითვისება პირადად სააკაშვილის და მისი რეჟიმის მაღალი თანამდებობის პირების მიერ.

რაც შეეხება ე.წ. ნაციონალური მოძრაობის მოთხოვნას, მათ ჯერ პასუხი უნდა გასცენ საზოგადოებას, რატომ არ გაასაჯაროვეს 2008 წელს ენგურჰესის და ქართული ენერგეტიკული სისტემის რუსეთისთვის გადაცემის შეთანხმება; ასევე, რატომ არ გაასაჯაროვეს სააკაშვილისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის შეთანხმება კახა ბენდუქიძის თბილისში მოვლინებისა და საქართველოს სტრატეგიული ობიექტების რუსეთისთვის გადაცემის თაობაზე და კიდევ ბევრი სხვა”. _ აცხადებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ყოფილი ეკონომიკური მრჩეველი თემურ ბასილია და ამ თემაზე გამოქვეყნებულ სტატიას ურთავს.

http://for.ge/view.php?for_id=48670&cat=3

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close