რედაქტორის გვერდისაზოგადოება

ლუკა, ირაკლი, საბა, მარიამი, ბარბარე და გიორგი -ირინა სარიშვილმა ტყუპები იშვილა

ტრაგიკული ამბის შემდეგ ირინა სარიშვილმა გადაწყვიტა,  კიდევ ორი ახალშობილი იშვილოს. ამის შესახებ მან ფეისბუქზე პოსტში დაწერა:

„რატომ შევხვდით მე და გიორგი ერთმანეთს. რატომ ვიბრძოლეთ ამდენი და რატომ დამთავრდა ყველაფერი ასე. არ მქონდა პასუხი ამ კითხვებზე და დამღრღნა, დამშალა ამ კითხვებმა შვილის დაკარგვის დარდთან ერთად. გიორგიმ გამცა პასუხი, რომ არაფერი არ დამთავრებულა. 21 მარტს შემატყობინეს, რომ ის სტატუსი, რომლისთვისაც ვიბრძოდი გიორგის გამოსაყვანად და მივიღე, მაგრამ გიორგის ვერ მივუსწარი, კიდევ ძალაშია. მერე მითხრეს, რომ ცოტა ხნის წინ გიორგის მსგავსი პრობლემებით დატოვეს 3 თვის ტყუპი დები ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. გიორგი თვითონ ტყუპისცალია და მას და ჰყავს.

   და როგორც მაშინ, როცა გიორგი ხელში ავიყვანე და უცებ მივხვდი, რომ ჩემი მეოთხე შვილი მეჭირა ხელში, ისე ეხლაც, როცა ტყუპების ამბავი მითხრეს, მივხვდი, რომ ჩემს მეხუთე და მეექვსე შვილზე მეუბნებოდნენ.
გიორგიმ მიმიყვანა ტყუპ დებამდე.
ჩემმა მზემ ორი მზე მაჩუქა – ბარბარე და მარიამი. დღეს საღამოს ჩემ ბიჭებთან და გოგოებთან ერთად შეგეხმიანებით, როცა უკვე ყველა ერთად ვიქნებით – ლუკა, ირაკლი, საბა, 8teenxxx მარიამი, ბარბარე და გიორგი. ძალიან ბედნიერი ვარ, ისეთი ბედნიერი, რომ მეშინია გული არ გამისკდეს. ყველას, ვინც ჩემს სიხარულს გაიზიარებს დიდი მადლობა”.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close