განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გამოდის ინიციატივით, რომ საატესტატო გამოცდების სისტემა უფრო ჰუმანური გახდეს და მოსწავლეებს გადაბარების შანსი მიეცეთ.

ამის შესახებ მარიამ ჯაშმა სასკოლო განათლების გამოწვევების შესახებ კონფერენციაზე განაცხადა.

,,ჩემთან მოდიან მშობლები მოსწავლეები, იყო შემთხვევები, როცა საატესტატო გამოცდების გამო ბავშვებმა სუიციდი სცადეს. ჩემი სურვილია სისტემა გახდეს უფრო ჰუმანური და მოსწავლეებს მიეცეთ შანსი”, განაცხადა მარიამ ჯაშმა

დღეს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით იმართება კონფერენცია, სადაც სასკოლო განათლების სფეროში ჩატარებული საერთაშორისო და სახელმწიფო კვლევის შედეგებს განიხილავენ. კონფერენციაზე განხილული იქნება ისეთი კვლევის შედეგები, როგორიცაა TIMSS და PISA.

კომენტარები
Загрузка...