სამართალი და კრიმინალი

საატესტატო გამოცდაზე ჩაჭრილმა მოსწავლემ თავით ფანჯრის მინა ჩაამსხვრია

თბილისის #35 საჯარო სკოლაში ინციდენტი მოხდა, რომლის შედეგად მოსწავლე დაშავდა.

როგორც „აქცენტს“ სკოლის მოწაფეებმა აცნობეს, დამამთავრებელი კლასის ერთ–ერთი მოსწავლე ბიჭი სკოლის შიდა გამოცდებში ჩაიჭრა, შედეგის გაგების შემდეგ შენობის პირველ სართულზე ჩავიდა და ფანჯრის მინა თავით ჩაამტვრია.

მოსწავლის პროტესტს მხარი დანარჩენმა მოზარდებმაც აუბეს, თუმცა სკოლის ადმინისტრაციამ სიტუაციის განმუხტვა შეძლო.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მომხდარის შესახებ შს სამინისტროში შეტყობინება არ შესულა.

წყარო:აქცენტი”

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close