საზოგადოება

,,სააკაშვილს და მით უფრო ივანიშვილს, დავით გარეჯთან დაკავშირებით დასაკვეხნი არაფერი აქვთ”

სპეკულირება გარეჯით ანუ ივანიშვილი, მისი ყველაზე დიდი გა(და)მცემი !
“საარჩევნო და შერჩევითი პოლიტ-სამართლის” კიდევ ერთი ნიმუშია ის, როცა ივანიშვილი, რომლის “მთავრობამაც” გარეჯის უდიდესი მონასტრის – უდაბნოს ჩაკეტვის საშუალება მისცა ალიევის რეჟიმს, სააკაშვილს ანალოგიურ საკითხზე ედავება ! სრული სიზუსტისათვის აღვნიშნავ, რომ წინამორბედი ხელისუფლების დროს “ჩიჩხიტურის” მონასტერთან ჩაგვიკეტეს აზერბაიჯანლებმა მისასვლიელი !
იგი მხოლოდ შარშან გახდა ჩვენთვის ხელმისაწვდომი და ისიხ, სულ რამდენიმე დღით.. შემდგომ კი უკვე უდაბნოს მონასტერთად ერთად ჩაიკეტა !
სწორედ მაშინ შევძელი მე იქ ასვლა და ამ ფოტოს გადაღებაც. სამწუხაროს პოლიტიკოსთა აბსოლუტურ უმრავლესობას, გარეჯის დაკარგვა-გაყიდვის უწყვეტ პროცესზე არც მაშინ ამოუღია ხმა და არც დღეს იღება ! ასე რომ, არც სააკაშვილს აქვს დასაკვნეხი რამე, მაგრამ ივანიშვილმა მას ამაშიც მნიშვნელოვნად “აჯობა” ! _ წერს ლეიბორისტული პარტიის უფლებათა დაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ლაშა ჩხარტიშვილი.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close