პოლიტიკა

სააკაშვილმა უდუმაშვილს თბილისის მერობაზე კენჭისყრა შესთავზა

“რუსთავის 2”-ის გენერალური დირექტორის მოადგილე ზაალ უდამაშვილი კიევიდან რამდენიმე წუთის წინ დაბრუნდა. მან ჟურნლისტებთან საუბრისას დაადასტურა, რომ საქართველოს ექს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შეხვდა და მიიღო შემოთავაზება, რომ  კენჭი იყაროს თბილისის მერის არჩევნებზე “ნაციონალური მოძრაოიბის” სახელით. როგორც უდუმაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მან მიიღო შემოთვაზებება თუმცა, გადაწყვიტილება ჯერ არ მიუღია.

“ვადასტურებ, რომ შევხვდი მიხეილ სააკაშვილს  და პარტიის სხვა ლიდერებს. შემომთავაზეს, რომ კენჭი ვიყარო თბილისის მერობის კანდიდატად. თუმცა მე მათ ვთხოვე, რომ გადაწყვეტილების მისაღებად გარკვეული დრო მოეცათ. ჩემი გადაწვყეილების შესახებ უახლოეს მომავალში გავაკეთებ განაცხადებას. ჯერ გადაწყვტილი არ მაქვს “ნაციოლური მოძრაობის” სახელით ვიყრი კენჭს თუ დამოუკიდებელი კანდიდატი ვიქნები” – განუცხადა ზაალ უდუამაშვილმა ჟურნალისტებს.

“პრაიმტაიმის” ექსკლუზიური ინფორმაციით,  ხაალ უდუმაშვილი “ნაციონალური მოძრაობის” თბილისის მერობის კანდიდატი იქნება. ზაალ უდუმაშვილში კონსულტაციებს ამ დრომდე არ ადასტურებდა. აქვე შეგეხსენებთ, რომ კიევიდან ზაალ უდუმაშვილთან ერთად რუსთავი 2-სი გენერალური დირექტორი ნიკა გვარიამია დაბრუნდა. თუმცა, მან ტერიტორია კომენტარის გარეშე დატოვა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close