პოლიტიკა
სააკაშვილი მომხრეებს მოუწოდებს, მოახდინონ ადმინისტრაციების, ძალოვანი უწყებების ბლოკირება

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, პარტია „ახალი ძალების“ ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ მომხრეებს მოუწოდა მისი დაკავების შემთხვევაში მთელი ქვეყნის მასშტაბით ადგილობრივი ადმინისტრაციებისა და ძალოვანი უწყებების შენობების ბლოკირება მოახდინონ. შესაბამისი განცხადება სააკაშვილმა უკრაინული ტელეარხის NewsOne-ის ეთერში გააკეთა.
„მივმართავ არა მხოლოდ ჩვენს მომხრეებს, არამედ ყველა ადამიანს. ჩემი დაკავების შემთხვევაში მოგიწოდებთ, საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციების, გენერალური პროკურატურის და უშიშროების სამსახურის შენობების ბლოკირება მოახდინოთ, იმიტომ, რომ პრობლემა ჩემში კი არა, ყველა მტკიცებულების ფალსიფიცირებასა და სრულ განუკითხაობაშია, რასაც ისინი პრეზიდენტის ბრძანებით აკეთებენ“, – განაცხადა სააკაშვილმა.