საზოგადოება

,,სააკაშვილზე, როგორც რიგითზე ისე ვისაუბროთო, აცხადებს ოცნება”

,,ისტორიას სააკაშვილის სახელი შემორჩება, როგორც მასშტაბური რეფორმატორის და პუტინის პირადი პატიმრის, რომელსაც ხალხმა პატივი სცა და ყველა შეცდომა აპატია..."

სააკაშვილზე, როგორც რიგითზე ისე ვისაუბროთო,”იმ დღეს “გამოაცხადეს შპს ” ქართული ოცნების” პარლამენტარებმა. ესე იგი 3 ოქტომბრიდან ფეხზეა მთელი საქართველო, ცხოვრების რიტმი შეცვალა კაცმა და ” ესენი” ამბობენ , როგორც რიგითზე ისე ვისაუბროთო. ისაუბრეთ და იყავით, თავს თუ იტყუებთ, თქვენი ნებაა. ჰოდა, აი, “რიგითი” როა (ბატონო შპს ” ოცნების” წარმომადგენლებო) იმიტომ დაგაყენათ “სმირნაზე” ნიკოფსიიდან დარუბანდამდე , ახლა გნებავთ “რიგითი” დაარქვით, გნებავთ არა , ჩამწკრივებულები კი ხართ და ყოველ დღე პატაკს აბარებთ ხალხს, დიახ ხალხი ჩაგაბარებინებთ” პატაკს” მისი მდგომარეობის ჯანმრთელობის შესახებ ასე იქნება, რადგან ზუსტად იციან , რომ ის მესამე პრეზიდენტი, რომელსაც ლომის წვლილი აქვს თანამედროვე სახელმწიფოს აშენებაში, ხალხის მეხსიერების ბარათი შეცდომებსაც ინახავს კი ბატონო , მაგრამ სახელმწიფო შენებას , ინსტიტუციების შენებას , სახელმწიფოებრივ წინსვლას კიდევ უფრო მეტად და არ ივიწყებს!!!
ისტორიას სააკაშვილის სახელი შემორჩება , როგორც მაშტაბური რეფორმატორისა და პუტინის პირადი პატიმრისა, რომელსაც ხალხმა პატივი სცა და საკადრო შეცდომები და აქედან გამომდინარე ყველა შეცდომა აპატია (და ამით დაუბრუნა პატივისცემა იმ დიდი შრომის საფასურად , რაც სააკაშვილმა გასწია ამ ქვეყნის განვითარებისთვის , ) როგორც რუსეთთან მებრძოლ დიდ რეფორმატორს და სახელმწიფოს აღმშენებელს, რადგან ხალხმა იცის, რაოდენ რთულია რუსეთთან ბრძოლის დროს უშეცდომოდ გაიარო , სახელმწიფო რეფორმების და თანამედროვე სახელმწიფოს შენების გზაზე !
ეს ჩემი აზრია ბატონო, მართლა “რიგითო “პარლამენტარებო , ( ყველას არ ეხება საბედნიეროდ) ეს ჩემი აზრია საქართველოს მესამე პრეზიდენტზე!😘✌️!✌️
დაბადების დღეს გილოცავთ პრეზიდენტო!
დაბადების დღეს გილოცავ, მიშა!
თაკო ჩარკვიანი, პუბლიცისტი, პოლიტიკოსი
კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close