რედაქტორის გვერდისაზოგადოება

რჩევები ემიგრანტებს _ როგორ უნდა დაიცვათ თავი ტრამპის განკარგულებებისგან!

 ლევან ნათალიშვილი _ ამერიკაში მოღვაწე ადვოკატი:

_ ტრამპის სააღსრულებლო განკარგულებები: როგორ დაიცვა შენი თავი.  თუ თქვენ ხართ ემიგრანტი, ჩვენ მოგაწოდებთ რამოდენიმე რჩევას თუ რა უნდა გააკეთოთ ამ სტატიის ბოლოს.
პრეზიდენტ ტრამპის სააღსრულებლო განკარგულებები:
პირველი განკარგულება ეხება კედლის აშენებას 2000 მილის მანძილზე მექსიკის საზღვართან, დაუსაბუთებელი წამოწყება, რაც ამერიკელ გადამხდელებს დაუჯდებათ ათობით მილიონი დოლარი (და არა მექსიკელებს, მათ მკაფიოდ თქვეს რომ არაფერს გადაიხდიან ამ კედლის მშენებლობისთვის), და რაც ძალიან მცირე შედეგის მომცემია.
მეორე განკარგულება ეხება კრიმინალების დეპორტაციას, ჭკვიანური სვლა არის, მაგრამ ამას ობამას ადმინისტრაცია უკვე ახორციელებდა წლების განმავლობაში.
მიუხედვად ამისა, განკარგულება ასევე აიძულებს ადგილობრივ და სახელმწიფო დაწესებულებებს, რომ გადასცენ ინფორმაცია შინაგანი დაცვის სამსახურს (DHS), რაც მათ არ უნდათ რომ გააკეთონ. წარმოიდგინეთ, რომ ყველა ადგილობრივი პოლიციელი იძულებული გახდეს გადასცეს ინფორმაცია საემიგრაციო სტატუსის შესახებ ყველა იმ პირზე, ვისაც გზაზე მოძრაობის წესის დარღვევის გამო შტრაფს გამოუწერს. ნდობის კავშირი ადგილობრივ მოსახლეობასა და ძალოვან სტრუქტურბს შორის დაირღვევა. ვინ მიმართავს პოლიციას რაიმე სერიოზული დანაშაულის შესახებ თუ ეს ნდობა აღარ იარსებებს.
მეორე განკარგულება ასევე ეხება დაფინანსების შეწყვეტას “თავშესაფარ ქალაქებისთვის”, პრობლემა რომელიც საბოლოო ჯამში ფედერალურ სასამართლოებში უნდა გადაწყდეს.
ყველაზე დიდი აქცენტი გაკეთებულია მესამე განკარგულებაში, რომლის მიხედვით შეჩერებულია ლტოლვილების მიღება 120 დღით, სირიიდან ლტოლვილების მიღება გაურკვეველი პერიოდით და 90 დღით ადამიანების შემოშვება 7 მუსლიმური ქვეყნიდან.
ლტოლვილების გადაადგილების შეჩერება არის სასჯელი ისევ ლტოლვილებისთვის და არა დამნაშავეებისთვის. ალ ქაიდა და ისლამური სახელმწიფო ალბათ იცინიან ამ განკარგულების სისულელეზე.
სენატორებმა მაკკეინმა და გრეჰემმა გააკეთეს განცხადება, სადაც დაგმეს სააღსრულებლო განკარგულება და თქვეს რომ ” ეს განკარგულება უფრო ხელს უწყობს ტერორისტების დავერბოვკებას, ვიდრე ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფას.”
განკარგულებამ აეროპორტში მომუშავე ოფიცრებს იმის ნებაც კი მისცა, რომ უკან გაებრუნებინათ კანონიერი მუდმივი მაცხოვრებლები (გრინ ქარდის მფლობელები), მიუხედავად იმისა რამდენი ხანია ცხოვრობენ შტატებში თავიანთ ოჯახებთან ერთად. ორი დღის შემდეგ რაც ხელი მოეწერა ამ განკარგულებას, ოფიციალურმა პირმა ტრამპის ადმინისტრაციიდან განაცხადა, რომ ეს არ შეეხება გრინ ქარდის მფლობელებს.
ჩვენ ყველას გვინდა, დავიცვათ ჩვენი ქვეყანა ტერორისტებისგან. მაგრამ, ყველა ვიზიტორის, სტუდენტის, პროფესიონალის არ შემოშვება იმიტომ, რომ ისინი დაიბადნენ კონკრეტულ ქვეყანაში ან მიეკუთვნებიან კონკრეტულ რელიგიას, არ დაგვიცავს ჩვენ და არის არაეთიკური ჩვენი ღირებულებებისა და ინტერესებისთვის.
USCIS განაცხადა, რომ ის შეაჩერებს ყველა მოთხოვნას და პეტიციას მათთვის, ვინც იმ 7 მუსლიმური ქვეყნიდან არიან, მიუხედავად იმისა სად იმყოფებიან ისინი. ეს ნიშნავს რომ, გრინ ქარდის მფლობელი, რომელიც გამოექცა რევოლუციას ირანიდან (მუსლიმი, ებრაელი, ბაჰაი თუ ქრისტიანი), ვერ მიიღებს ამერიკის მოქალაქეობას.
რჩევები სტუდენტებს, მუშაკებს და ვიზიტორებს იმ 7 მუსლიმური ქვეყნიდან.
1. არ დატოვოთ შეერთებული შტატების ტერიტორია იმ შემთხვევის გარდა თუ თქვენ არ აპირებთ უკან დაბრუნებას.
2. თუ თქვენ ხართ მუსლიმური ქვეყნიდან თქვენს მიერ შტატების ტერიტორიის დატოვება შეიძლება საშიში იყოს, რადგან თქვენი ქვეყანა ნებისმიერ დროს შეიძლება მიემატოს იმ 7 მუსლიმურ სახელმწიფოს საიდანაც შემოსვლა აკრძალულია.
3. თუ თქვენ ელოდებით პასუხს პეტიციაზე საიმიგრაციო სარგებლის შესახებ და ხართ ერთერთი იმ 7 სახელმწიფოდან, თქვენი პეტიცია შეიძლება გადადებულ იქნას. შეხვდით თქვენს საიმიგრაციო ადვოკატს შუამდგომლობის ოქმის შესადგენად ფედერალურ სასამართლოში, რომ მთავრობამ გადადგას ნაბიჯები თქვენი პეტიციის განსახილველად.

4. თუ თქვენ ხართ პრედომინანტულად მისლიმური სახელმწიფოდან, რომელიც არ შედის იმ 7 მუსლიმურ ქვეყანაში, მაშინ თქვენთვის უმჯობესია ეხლავე დაწეროთ პეტიცია საემიგრანტო სარგებლის მოპოვებაზე, ვიდრე თქვენი ქვეყანა შეუყვანიათ სიაში.
5. თუ თქვენ ხართ გრინ ქარდის მფლობელი, მიუხედავად იმისა რომელი ქვეყნიდან ხართ, თქვენ უნდა დაწეროთ განცხადება ნატურალიზაციაზე რაც შეიძელბა მალე, რომ გარანტია გქონდეთ შეძლებთ საზღვარგარეთ მოგზაურობას თავისუფლად.
6. თუ თქვენ იმყოფებით შტატებში დროებითი ვიზით და გსურთ ის გააგრძელოთ, გირჩევთ, რომ ეს გააკეთოთ სწრაფად, რადგან საიმიგრაციო კანონები შეიძელბა მოულოდნელად შეიცვალოს და მერე ვიზის გაგრძელება რთული პროცესი გახდეს.

7. თუ თქვენ ხართ უდოკუმენტო იმიგრანტი, სასწრაფოდ ნახეთ ადვოკატი, რომ გაიგოთ თუ არის შესაძლებელი თქვენთვის რაიმე ლეგალური სტატუსის მონიჭება.
8. თუ თქვენ ხართ უდოკუმენტო და საიმიგრაციო ოფიცერმა დაგაკავათ, არ მოაწეროთ ხელი არაფერზე და არ მისცეთ არანაირი ჩვენება. მოითხოვეთ მოსმენა საიმიგრაციო მოსამართლის წინაშე. თქვენ შეიძლება გქონდეთ უფლება რომ გაგანთავისუფლონ დეპორტაციისგან და ნებართვა მუშაობის უფლებაზე.
9. თუ თქვენ გეგმავთ, რომ დაასპონსოროთ ნათესავი გრინ კარტაზე, გააკეთეთ ეს სწრაფად, რადგან ოჯახური კატეგორიების განსაზღვრა შეიძლება ძლიერ შეიზღუდოს მომავალში.
10. თუ თქვენ გაქვთ დროებით მუშაობის ვიზა და გინდათ განცხადება შეიტანოთ გრინ ქარდაზე, მიმართეთ თქვენს დამსაქმებელს, რომ დაგასპონსოროთ ეხლავე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close