პოლიტიკა

რუსმა სამხედროებმა ხაშურის ოთხი მოქალაქე დააკავეს

ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით რუსმა სამხედროებმა ხაშურის რაიონის სოფლების, წაღვლისა და ბროლოსანის ოთხი მკვიდრი დააკავეს.

„მოამბის“ ჟურნალისტის ცნობით, ოკუპანტებმა ისინი ტყეში დააკავეს, როდესც  ჯონჯოლის საკრეფად იყვნენ წასული.

ჯონჯოლის ტყეები საოკუპაციო ზოლს ესაზღვრება და როგორც ადგილობრივები აცხადებენ, იქ არც ე.წ. საზღვრის მანიშნებლებია დამონტაჟებული და არც მავთულხლართებია გავლებული.

ოთხივე მათგანი ცხინვალის დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close