სამართალი და კრიმინალი

რუსმა ოკუპანტებმა სოფელ გრემისხევიდან 4 ქართველი გაიტაცეს

დუშეთის რაიონის სოფელ გრემისხევში, ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით, რუსმა ოკუპანტებმა  საქართველოს 4 მოქალაქე გაიტაცეს. ფაქტი 2 დღის წინ მოხდა.

უწყების ცნობით, ქართველების დაკავების ფაქტზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია უკვე ინფორმირებულია, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ხელისუფლება მათ გასათავისუფლებლად მუშაობს.

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიების მიმდებარედ, რუსი ოკუპანტები ყოველწლიურად ათობით ქართველს აკავებენ ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close