სამართალი და კრიმინალი

რუსმა ოკუპანტებმა ორი ქართველი გაიტაცეს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელი ქერედან, ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით, რუსმა ოკუპანტებმა საქართველო ორი მოქალაქე გაიტაცეს.

უწყების ცნობით, ქართველების დაკავების ფაქტზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია უკვე ინფორმირებულია, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ხელისუფლება მათ გასათავისუფლებლად მუშაობს.

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიების მიმდებარედ, რუსი ოკუპანტები ყოველწლიურად ათობით ქართველს აკავებენ ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპირება განახორცელა და დღემდე აკონტროლებს ამ ტერიტორიებს.

პირველი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close