მსოფლიო

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი დააკავეს

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი საკუთარი საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში პოლიციამ დააკავა, – აღნიშნულის შესახებ ნავალნის მეუღლე „ტვიტერის“ გვერდზე წერს.

დღეს რუსეთში კორუფციის წინააღმდეგ აქციები იმართება. აქციის ორგანიზატორი „კორუფციასთან ბრძოლის ფონდია“, რომელსაც რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ხელმძღვანელობს.

აქციები უკვე მიმდინარეობს ვლადივოსტოკში, ბლაგოვეშენსკსა, ყაზანში, სანკტ-პეტერბურგში, სამარაში და სხვა ქალაქებში.

რუსული მედიის ინფორმაციით, რიგ ქალაქებში აქციის მონაწილეების დაკავებას ჰქონდა ადგილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close