საზოგადოება

რუსთავში ტბაში 9 წლის ბავშვი დაიხრჩო

რუსთავის მე-11 მიკრორაიონში, მტკვართან მდებარე ხელოვნურ ტბაში 9 წლის ბავშვი დაიხრჩო. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ბავშვი მეგობრებთან და ძმასთან ერთად ტბაში ბანაობდა, რა დროსაც ნაპირზე გამოსვლა ვეღარ შეძლო. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

თვითმხილველებიდან ერთ-ერთი მის გადარჩენას შეეცადა, თუმცა ვერ შეძლო.

მოზარდის ცხედრის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close