პოლიტიკა

„რუსთავი 2-ში გასული სიუჟეტი სოსო გოგაშვილზე რეალობას აცდენილია“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ზვიად ძიძიგურის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადილეზე, სოსო გოგაშვილზე გასული სიუჟეტი “რუსთავი 2”-ის ეთერში, “სოსო გოგაშვილის ცოლის დების სახელზე გაფორმებული ქონება” რელობას აცდენილია. ამის შესახებ ზვიად ძიძიგურმა “მთავარი თამარ ჩიქოვანთან” განაცხადა.

დეპუტატის თქმით, სოსო გოგაშვილის საქმეზე პარლამეტში საგამოძიებო კომისია არ შეიქმნება.

“ვიცი, ის ფაქტები, რაც სიუჟეტში იყო მოყვანილი აცდენილია რეალობას. ასეთი ტიპის სიუჟეტები კვირაში შეიძლება  200 გააკეთოს “რუსთავი 2”-მა. იგივე ნაზღაიძის თემაზე რა ამბები ატყდა, გაირკვა რომ ყველაფერი სხვაგვარად არის. ვფიქრობ, პარლამენტი გაცილებით უფრო სერიოზული საქმით უნდა იყოს დაკავებული.

პარლამენტს რომ საგამოძიები ფუნქცია აქვს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა თემაზე, რაც ტელევიზორში გავა საგამოძიებო კომისია შეიქმნას.

წინა, მე-8 მოწვევის პარლამენტში “ნაციონალურმა მოძრაობამ”, თუ არ ვცდები 15 საკითხზე მოითხოვა საგამოძიებო კომისიის შექმნა. ამან რაღაც პაროდიის სახე მიიღო”, – განაცხადა ძიძიგურმა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close