საზოგადოება

რუსთავი 2-ის პროდიუსერები ტელეკომპანიას ტოვებენ

“პრაიმტაიმის” ინფორმაციით, რუსთავი  2-ის საერთაშორისო პროექტების პროდიუსერები დემნა ჯაფარიძე და გიორგი ხაბურძანია რუსთავი 2-ს ტოვებენ.

რუსთავი 2-ში არ უარყოფენ, რომ მათ ამ თემაზე ,,იმედთან” მოლაპარაკებები აქვთ. ელოდებიან, რომ პროდიუსერები არხს მალე დატოვებენ და ,,იმედზე”  გადავლენ. რაც შეეხება დემნა ჯაფარიძეს და გიორგი ხაბურძანიას ისინი სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ. მათთან მოლაპარაკებებს ,,იმედზეც” ადასტურებენ. დემნა ჯაფარიძისა და გიორგი ხაბურძანიას საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ გაუხმოვანებიათ. არსებობს მოლოდინი და ვარაუდი, რომ რუსთავი 2-ის დატოვების მიზეზი არხზე შექმნილი ფინანსური კრიზისია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close