საზოგადოება

,,რუსეთი აღარ მოდის, ის ბევრი ქართველის გულშია, როგორც ერთმორწმუნე და მხსნელი”

ბაკურ გელაშვილი, ისტორიკოსი:
_ რუსეთი მოდიოდა თუ ერეკლეს მოჰყავდა?! რა თქმა უნდა, რუსეთი მოდიოდა.
 თავის დროზე დიდი ილია ამბობდა – საქართველოს ისტორია, ეს მეფეების ისტორიაო და ამას როცა ამბობდა სულმნათი, ქართლის ცხოვრებას გულისხმობდა.
 ყველა ეპოქას ჰყავდა თავისი სახალხო გმირები და არც ჩემი დროის ,,ქართლის ცხოვრება” ყოფილა ამ მხრივ გამონაკლისი. 2008 წლის ომის გმირები ჩემთვის უკვდავები არიან. ყოველთვის ეცოდინება ჩემს შვილებს მათი სახელები და ისიც, რომ მტერი მტერადვე რჩება ოკუპანტის სახით. ალბათ, იმის ახსნაც მომიწევს ჩემი შვილებისთვის, თუ რატომ ხდებოდა, სამწუხაროდ, ბევრისგან მრუდე გამოსარჩლება დამპყრობლის მიმართ. არ არსებობს, ალბათ, იმაზე დიდი ფუღურსიტყვაობა აგვისტოს შეფასებისას, ვიდრე კითხვა: ვინ დაიწყო ომი?! ომი დაიწყო რუსეთმა და არა მხოლოდ 2008 წელს.
   თავში ბერძენიშვილისეული კითხვა დავსვი: რუსეთი მოდიოდა თუ ერეკლეს მოჰყავდა?! დღეს არსებული მდგომარეობით, რუსეთი აღარ მოდის, სამწუხაროდ, ის უკვე აქაა, გეოგრაფიულდა ძალიან ახლოს 400 მეტრშია. კიდევ უფრო სამწუხაროდ, ბევრის ცნობიერსა და გულშიცაა, როგორც ,,ერთწმორმუნე’’ და მხსნელი.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close