საზოგადოება

რუსეთი აფხაზეთის ტერიტორიაზე ფართომასშტაბიან წვრთნებს გეგმავს

რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის გაფორმებული ე.წ შეთანხმების საფუძველზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთი უახლოეს მომავალში, ფართომასშტაბიან სამხედრო წვრთნას გეგმავს. სწავლების მიზანი ოკუპირებული რეგიონის სამხრეთ-დასავლეთში, შესაძლო აგრესიასთან გამკლავებაა.

„გაერთიანებული დაჯგუფებების სამხედრო ძალების და საშუალებების მეშვეობით შემუშავებული იქნება პოტენციური მოწინააღმდეგის თავდასხმასთან გამკლავების იმიტაცია, როგორც ზღვიდან ასავე სხვა შესაძლო მიმართულებით, დღის და ღამის პირობებში. ამ წელში დაგეგმილია 100 სწავლება.“- ნათქვამია ოკუპირებულ აფხაზეთში დისლოცირებული რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზის პრესრელიზში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close