მსოფლიორედაქტორის გვერდი

რუსეთის გვარდიამ დღეს იერიში მიიტანა გაფიცულ მძღოლებზე

  როგორც ცნობილია, 27 მარტს მთელ რუსეთს  საპროტესტო აქციების ტალღამ გადაუარა. ამჯერად აქციებს აწყობენ არა კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლნი, რომელთა გამოსვლებიც დასრულდა ნავალნის აყვანით და ათასამდე ადამიანის დაპატიმრებით, არამედ უბრალო მძღოლები, რომლებიც მოითხოვენ, სისტემა “Платон” -ის ტარიფების გაუქმებას. ეს ტარიფები აპრილის შუა რიცხვებიდან უფრო გაიზრდება.
 ყველაზე აქტიურები აღმოჩნდნენ დაღესტნელი მძღოლები. ადგილობრივ აქციებში რომელიც ერთი კვირაა გრძელდება მონაწილეობა მიიღო 4000-მა მანქანამ. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ხელმძღვანელობამ მათი დაშინების მიზნით მძიმე ტექნიკა და სამხედროები გამოიყენა. მთელი რუსეთის მასშტაბით მოწყობილი აქციების მიზეზი კი გახდა მომატებული გადასახადები ახალი სისტემისა. გადასახადების მოკრეფა სატვირთო მანქანების მძღოლთაგან, რომლებიც დიდ გზაზე დადიან, ჯერ კიდევ 2015 წლის შემოდგომაზე დაუშვეს. ეს სისტემა არის ერთგვარი კომპენსაცია სატვირთო მანქანებისგან მიყენებულ ზარალისა, რომელსაც ისინი აყენებენ სახელმწიფო გზას. საგადასახადო სისტემა “Платон” ის ავტორად ითვლება მილიარდელ არკადი როტენბერგის შვილი, იგორ როტენბერგი. მასვე ეკუთვნის კომპანიის ნახევარიც.
    ახალმა საგადასახადო სისტემა “Платон”-მა შემოღებისთანავე გამოიწვია მძღოლების უკმაყოფილება. 2017 წლის აპრილიდან კი ხელმძღვანელობამ გამოაცხადა, რომ  ტარიფების გაორმაგების ამბავი, თუმცა მალევე წავიდნენ დათმობაზე და ბოლოს, იგი 25 % მდე დაიყვანეს.
ნანა ჯოხარიძე

https://www.youtube.com/watch?v=sUKaR8jQoGM&feature=youtu.be

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close