საინტერესო

ბადრიჯნის “მარაო” – საგაზაფხულო კერძი დაუვიწყარი გემოთი

ეს კერძი როგორც გემოთი, ვიზუალითაც შესანიშნავად გამოიყურება.

 

მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

 

ბადრიჯანი – 2 ცალი;
ყველი – 150-200 გრ;
პომიდორი – 4 ცალი;
მარილი, დაფქული პილპილი – გემოვნებით;
შაქარი – 1 ს.კ;
ლიმონის წვენი – გემოვნებით;
ნიორი – 3 კბილი;
ოხრახუში ან ქინძი – 100 გრ;
მცენარეული ზეთი – 15 გრ.

 

მომზადების წესი:
ბადრიჯანი გარეცხეთ და დაჭერით გრძლად ისე, რომ ბოლომდე არ ჩაჭრათ. დაამარილეთ და მოაყარეთ პილპილი შიგნიდან. დატოვეთ ამგვარ მდგომარეობაში 30 წუთით.

 

2 ცალი პომიდორი დაჭერით მრგვალად, ასევე, დაჭერით ყველი თხელ ნაჭრებად. პომიდორი და ყველი ბადრიჯანში მოათავსეთ.

 

მიეცით ბადრიჯანს მარაოს ფორმა, ოდნავ გაშალეთ და მოამზადეთ გამოსაცხობად.

 

დარჩენილ 2 ცალ პომიდორს დაასხით ადუღებული წყალი და დატოვეთ 3 წუთით. შემდეგ გააცალეთ კანი, წვრილად დაჭერით და მოთუშეთ მცენარეულ ზეთში. დაამატეთ მარილი, შაქარი, ლიმონის წვენი და დაჭყლეტილი ნიორი. თუშეთ ნელ ცეცხლზე, სანამ საშუალო სისქის მასას არ მიიღებთ.

 

ღუმელი გააცხელეთ 180-190 გრადუსზე. თუნუქის გამოსაცხობ ფირფიტაზე გადაიტანეთ ფოლგაში გახვეული ბადრიჯანი და შედგით ღუმელში 25 წუთით.
როგორც კი ბადრიჯანს ღუმელიდან გამოიღებთ, მოაშორეთ ფოლგა, ზემოდან მოაყარეთ გახეხილი ყველი და კვლავ შედგით ღუმელში 10 წუთით.
მომზადებული კერძი გაალამაზეთ კინძით ან ოხრახუშით და მოასხით ცალკე ტაფაზე მომზადებული პომიდვრის სოუსი.

გემრიელად მიირთვით!

“FunTime”

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close