პოლიტიკა

“არ შეიძლება, კონკრეტული ფაქტის გამო, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს მინისტრის კომპეტენცია”

“ბირჟა მაფიას” წევრების დაკავების საქმეში პოლიციის თანამშრომლების გადაცდომა რომც დამტკიცდეს, არ შეიძლება ცალკეული შემთხვევის და კონკრეტული ფაქტის გამო კითხვის ნიშნის ქვეშ მინისტრის კომპეტენცია დადგეს, – ასე უპასუხა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ “ინტერპრესნიუსის” კითხვას, რამდენად მოსალოდნელია რეპერების დაკავების საქმეს უახლოეს მომავალში მინისტრ მღებრიშვილის თანამდებობიდან გადადგომა მოჰყვეს.

გია ვოლსკიმ აღნიშნა, რომ ისეთ ქვეყანაშიც კი, როგორიც არის ამერიკის შეერთებული შტატები, პოლიციელების მხრიდან ხდება გადაცდომა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამით სახელოვანი და გმირი პოლიციელების სახელი იჩრდილება, მით უფრო მინისტრის.

“შინაგან საქმეთა სამინისტრო არის უშველებელი სისტემა. ჩვენ ძალიან ბევრი ისეთი პოლიციელი გვყავს, რომლითაც შეიძლება არა მხოლოდ საქართველომ, არამედ პოლიციელთა უშველებელმა არმიამ იამაყოს ყველა ქვეყანაში, ყველა განვითარებულ დემოკრატიაში. გადაცდომები მხოლოდ საქართველოში არ ხდება. მეორეც, ჯერ არავინ იცის, მოხდა თუ არა გადაცდომა. აქედან გამომდინარე, ეს რომც დამტკიცდეს, არ შეიძლება ცალკეული შემთხვევის და კონკრეტული ფაქტის გამო კითხვის ნიშნის ქვეშ მინისტრის კომტპეტენცია დადგეს”, – განუცხადა “ინტერპრესნიუსს” გია ვოლსკიმ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close