საზოგადოება

,,როცა ადამიანს კუჭი უხმება შიმშილისაგან, მაღალ მატერიებზე ზრუნვისთვის არც თავი და არც დრო რჩება”

რუსუდან შარაძე, გურამ შარაძის ქალიშვილი:

_ მიკვირს ხოლმე, რა არის საქილიკო ქართველების მისწრაფებაში, ჰქონდეთ უმაღლესი განათლება და იშრომონ ინტელექტუალურად?
ჩვენ ხომ გვიყვარს მაგალითები –
შვეიცარიაში ასეა, ფიზიკურად ვინც მუშაობს, უმრავლესობა, ჩამოსულია.
აქაურები, ძირითადად, ბანკირები, იურისტები, ექიმები და ა.შ. გამოდიან, უმაღლესი ანაზღაურებითა და ,,მეფური“ ცხოვრებით.
იყო დრო, როდესაც ქართველების ჯიბე არ ყოფილა ასე გახვრეტილი და სწორედ, მაშინ იყო, რომ მეცნიერების ყველა დარგმა, ხელოვნებამ, მწერლობამ – განვითარების მწვერვალებს მიაღწია.
მამაჩემი დიდი ხნის წინ ამბობდა, რომ ქართველების გაღატაკება ტყუილად არ მომხდარა. ადამიანი, რომელიც ყოველდღიურად, ფიზიკური გადარჩენისთვის იბრძვის, რომელსაც კუჭი უხმება შიმშილისგან, არ იცის, რით გამოკვებოს, როგორ გაათბოს შვილები, მას მაღალ მატერიებზე ზრუნვისთვის არც დრო, არც თავი და აღარც სურვილი რჩება. ეს შობს მასიურ გაუნათლებლობას. გაუნათლებელ კაცს რა შეუქმნია?
არაფერია სამარცხვინო ფიზიკურ შრომაში. პირიქით, როცა ჯან-ღონით სავსე ხარ, ხელის გაშვერაზე, სხვისი მოწყალების ლოდინზე ამაზრზენი არაფერია. ამ დროს, უნდა დაიკაპიწო ხელები, აბა რა უნდა ქნა?!.
ბევრი რამ შეიძლება დაიწეროს ამ მისწრაფებაზე, კარგიც, ცუდიც, ისტორიული გარემოებებიც გასათვალისწინებელია ხოლმე, მაგრამ როგორც უნდა იყოს, მე მაინც მომწონს ეს მისწრაფება და ვინც ამაზე ქილიკობს, ბავშვობისდროინდელი თუ აწმყოში გაჩენელი კომპლექსების ბრალი მგონია.
საქართველო და ქართველები.

P.S. კომპლექსიანმა ხალხმა დაღუპა და ღუპავენ დღესაც ამ ქვეყანას. მიშა და მისი ჯგროც ამის ნათელი მაგალითია!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close