საზოგადოება

რომელ ქუჩებზე იქნება მოძრაობა შესაძლებელი პეკინის ქუჩის გადაკეტვის გამო?

თბილისის მერიის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 16 ივნისიდან დედაქალაქის მერია იწყებს პეკინის ქუჩის სრულ რეაბილიტაციას.

უკანასკნელი 50-60 წლის განმავლობაში პეკინის ქუჩის ისეთი ფუნდამენტური რეაბილიტაცია არ ჩატარებულა, როგორც დაგეგმილია მიმდინარე წლის ზაფხულში.

პეკინის ქუჩაზე სრულად გამოიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, აღდგება გზის საფარი, მოეწყობა ტროტუარები.

აღნიშნული სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ვაჟა ფშაველას გამზირის მხრიდან მომავალი ავტოტრანსპორტი ცალმხრივად იმოძრავებს 26 მაისის მოედნამდე, ხოლო პირიქით მიმავალი ნაკადები იმოძრავებენ კოსტავას გამზირის მიმართულებით და შემდეგ გადაერთვებიან სხვა ქუჩებზე.

გვესმის, რომ ასეთი მასშტაბური პროექტი გადაადგილებასთან დაკავშირებით გარკვეულ დისკომფორტს იწვევს თუმცა ის არაფერია იმ დიდ სიკეთესთან შედარებით, რასაც ამ პროექტის განხორციელებით ქალაქი მიიღებს.

სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში წარიმართება, რათა მიმდინარე წლის სექტემბრის დასაწყისში რეაბილიტაციის პროცესი დასრულდეს

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close